გახარიას გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა ვერ იქნება - ქადაგიშვილი

01.09.21 13:06
გახარიას გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა ვერ იქნება - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ვინც არ უნდა წარადგინოს გიორგი გახარიას გუნდმა დედაქალაქის მერობის კანდიდასატად, ანგარიშგასაწევი ძალა მაინც ვერ იქნება. მისი თქმით, კახა კალაძის მცდელობით თბილის ნელ-ნელა ნორმალურ ევროპულ ქალაქს ემსგავსება. 

ქალაქი ნამდვილად ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ემსგავსება იმას, რასაც თბილის ჰქვია, რასაც ნორმალური ერვოპული ქალაქი ჰქვია და  ამას ყველაფერს ამომრჩეველი შეაფასებს. ვერ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, სულ მცირე მესამე ადგილი აქვს გარანტირებული, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებს დღეს წარადგენს.