საფრთხე არ ემუქრება ჩვენ ევრო-ატლანტიკურ გზას - კუჭავა

01.09.21 13:06
საფრთხე არ ემუქრება ჩვენ ევრო-ატლანტიკურ გზას - კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ ევროკავშირის დახმარების მისაღებად  პირობები ვერ შეასრულა. კუჭავას მტკიცებით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე არ ემუქრება. 

კუჭავა ამბობს, რომ  ვიოლა ფონ კრამონის საჯარო კრიტიკა ადრეც მოუსმენია ოპოზიციის მიმართაც. კუჭავას თქმით,  მასთან  შეხვედრისას ევროპარლამენტარი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ ფაქტის გამო, რომ ენმ-მ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. 

წინასწარ იცოდა, რომ რამე ხდებოდა, თუ ეს მისი ვარაუდია. მისი სკეპტიკური განცხადება მოვისმინეთ, როგორც თვითონ ამბობდა ჩვენი გასვლასთან დაკავშირებითაც, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მე მასთან პირადად საუბარი მქონდა და ის  ძალიან უკმაყოფილო იყო, თუნდაც იმით, რომ საერთოდ არ მოახდინა  ნაციონალურმა მოძრაობამ ხელმოწერა ამიტომ ჯობია მთელ სურათში შევხედოთ ამ კონტექსტს. საფრთხე არ ემუქრება ჩვენ ევრო-ატლანტიკურ გზას, აუცილებლად გავაგრძელებთ რეფორმებს",- თქვა კახა კუჭავამ.