ვისწავლოთ კითხვა, იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ - ზალკალიანი

01.09.21 14:40
ვისწავლოთ კითხვა, იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ - ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აღიარებს, რომ  შეუსრულებელი ვალდებულებების გამო შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირის ფინანსური დახმარება მაინც ვერ მიეღო. დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დახმარებაზე უარი თავად "ქართულმა ოცნებამ" თქვა და ამის მიზეზს განმარტავს. 

შესაძლოა, ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისბ ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვალი, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას,ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა და ამ პირობებში გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება. 

ვფიქრობ, რომ ეს არგუმენტები იყო აბსოლიტიურად გასაგები და მე მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა, იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობას, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურის და გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს" - თქვა დავით ზალკალიანმა.