რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს - ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს.რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ლავროვმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას ისაუბრა.
თუ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც სურს, რომ დასავლეთის მფარველობის შენარჩუნების მცდელობაში არ გამოიყენოს რუსული კარტი და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან ნორმალურად იცხოვროს, ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად ვართ.ჩვენ არასდროს მივისწრაფით რაიმე სახის დაპირისპირებისკენ, ან მითუმეტეს, თვითიზოლაციისკენ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ დასავლურ ქვეყნებთან, თუ ისინი შეიცვლიან მიდგომას და შეწყვეტენ მასწავლებლების როლის თამაშს, რომლებმაც ყველაფერი იციან და უცოდველნი არიან, რუსეთი კი მოსწავლეა, რომელმაც საშინაო დავალება უნდა შეასრულოს. ასე საუბარი არავისთან შეიძლება და მითუმეტეს რუსეთთან“,- აღნიშნა ლავროვმა.