,,ლელომ" წალენჯიხაში კანდიდატები წარადგინა

01.09.21 15:50
,,ლელომ" წალენჯიხაში კანდიდატები წარადგინა

,,ლელომ" წალენჯიხაში ქალაქის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის მერობის კანდიდატია თამარ ბელხანია, კულტურის კვლევის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 

,,ლელოს" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კი:  პროფესიით მშენებელი ინჟინერი, გიორგი დარსალია და გიორგი გოგოხია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ თახულანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის. განცხადებით, 2 ოქტომბერს საქართველოსთვის ისტორიული დღე დადგება, როცა ამომრჩევლებმა ქვეყნის მმართველი მოღალატე ხელისუფლება უნდა გაისტუმრონ.

ის მდგომარეობა, რაც საქართველოშია, რაც წალენჯიხაშია, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტი დადგა. ეს გადამწყვეტი მომენტი 2 ოქტომბრის არჩევნებია. ჩვენ შევძლებთ, რეფორემდუმის სახით ქვეყანას აჩამოვაშოროთ მართლა მოღალატე ,,ოცნების" მთავრობა, რომელმაც საქართველო უკიდურეს მდგომარეობაში შეიყვანა. მეორეს მხრივ, ადგილობრივ არჩევნებში ისეთი კანდიდატები წარვადგინოთ, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს გადაწყვეტენ. - აღნიშნა პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.