პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კალაძის პერიოდს მხოლოდ 3 უკავშირდება - ხმალაძე

01.09.21 16:50
პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კალაძის პერიოდს მხოლოდ 3 უკავშირდება - ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით,  საქართველოს პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან, კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება.

ხმალაძის ინფორმაციით,  სამი საქმიდან მხოლოდ ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომას.

პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის 13 საქმიდან კახი კალაძის მერობის პერიოდს მხოლოდ სამი საქმე უკავშირდება. აქედან ერთი შეეხება თანამდებობის პირის მხრიდან თანხის მითვისებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება - აღნიშნული პიროვნება გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მასალები გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. რაც შეეხება დანარჩენ ორი ფაქტს, საუბარია სამშენებლო ობიექტიდან მასალის მოპარვის შემთხვევაზე და ასევე კონტრაქტორის მხრიდან უხარისხოდ შესრულებულ საქმიანობაზე. სამივე საქმეზე საგამოძიებო პროცესი ჩვენი მოთხოვნით დაიწყო“, - თქვა ხმალაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურა თბილისის მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურის მიერმომზადებული 14 დასკვნის საფუძველზე სისხლის სამართლის 13 საქმეს იძიებს.