მთავარი კორუმპირებული დედაქალაქის მერიაში კახი კალაძეა - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პროკურატურის მიერ მერიაში მიმდინარე გამოძიების საქმეს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მთავარი კორუმპირებული დედაქალაქის მერიაში კახი კალაძეა. ხაბეიშვილი იმ საქმეების გამოძიებას ითხოვს, რომელიც უშუალოდ კახი კალაძის სავარაუდო კორუფციულ დარღვევებს ეხება.
ჩვენდა საუბედუროდ, არავინ იწყებს გამოძიებას იმაზე რომ მილანიდან ნაძვის ხის ნაცვლად ალვის ხე ჩამოგვიტანეს და ერთი მილიონი გადაგვახდევინეს. მორგებულ ტენდერებზე რომ მილანიდან მოაქვს კალაძეს განათებებიც. შემდეგ ნაგვის ურნებში რომ 35 ათასი ლარი გადაიხადეს საბიუჯეტო სახსრებიდან. ამაზე პასუხი არც არავის აქვს, არც არც საქმეებს არ იძიებენ, რატომ არ იძიებენ იმ საკითხს, რომელიც ეხება კალაძის ნათელმირონს წულაიას, რომელცი 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად მისცა კახი კალაძემ. რეალობაში მთავარი კორუმპირებული დედაქალაქის მერიაში არის კახი კალაძე", - ამბობს ხაბეიშვილი.