გახარია დააყენეს კანდიდატად იმისთვის, რომ მელია როგორმე გაათრიონ მეორე ტურში -კობახიძე

01.09.21 09:21
გახარია დააყენეს კანდიდატად იმისთვის, რომ მელია როგორმე გაათრიონ მეორე ტურში -კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექსპრემიერის გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ინფორმაცია წინდაწინ ჰქონდა. მისი თქმით, გიორგი გახარიამ შუამავლის მეშვეობით კახი კალაძეს ფინანსური დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, მერობის პოსტიდან კანდიდატურის მოხსნა შესთავაზა. 

კობახიძე ასევე, ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიამ თბილისის მერობის პოსტზე  საკუთარი კანდიდატურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარის, ნიკა მელიას სასარგებლოდ დააყენა. 

იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაცა ფინანსური მხარდამჭერა, ამ შემთხვევაში, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია მიიღეს. ეს არის ნიკანორ მელიასთვის გადამდგარი ყოფილი პრემიერი, რომელიც ახლა დააყენეს მერობის კანდიდატად იმისთვის, რომ რამენაირად მელია გაათრიონ მეორე ტურში, თუმცა ეს მათ, ბუნებრივია, არ გამოუვათ. ბუნებრივია, კახი კალაძე პირველივე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს, - განაცხადა კობახიძემ.

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერობის პოსტისთვის თავად იბრძოლებს.