ენმ-ს გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში - ხაზარაძე
ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში - ასე ეხმაურება ყველაზე ენმ-ს გადაწყვეტილებას "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.
ლელომ შარლ მიშელის შეთანხმებით ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გეგმას მოაწერა ხელი.
სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ მოხერხდა ყველა პროევროპული პოლიტიკური ძალის გაერთიანება ამ შეთანხმებაში. კარგია, რომ დღეისათვის ეს პრობლემა დაძლეულია და არსებობს დიდი კონსენსუსი შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი ნაწილის - ვადამდელი არჩევნების მიღწევის 43%-იანი ფორმულის თაობაზე.
ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი გადაწყვეტილება, ოფიციალურადაც შეერთებოდა ამ დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ ადგილობრივ არჩევნებში.
ამ ფონზე, "ოცნებამ" თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას, ეს მაინც არ გამოუვა.
მმართველმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს ქვეყნის ევროპული არჩევანის დამაზიანებელი ქმედებები. მათი პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზა ერთპიროვნული ძალაუფლების დათმობაა"- წერს ხაზარაძე.
ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერენ.
მელიამ გუშინ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.