მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას - კელი დეგნანი

02.09.21 10:57
მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას - კელი დეგნანი

19 აპრილის შეთანხმებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერის გადაწყვეტილებას აშშ-ის ელჩი ეხმაურება - "მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. ეს ხელმოწერა მართლაც კარგია ნიშანია იმის, რომ პოლიტიკურ სივრცეში შეთანხმება შედგეს". 

ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს. ეს რეფორმები მთლიანად დადებითად აისახება და დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას და ეხება მთლიანად საქართელოს მოსახლეობას. როგორც მოგახსენეთ, ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმების, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი და ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს და შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს მოსახლეობაზე“,- განაცხადა კელი დეგნანმა.