,,ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოწერა

02.09.21 11:14
,,ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოწერა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

დღეს როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ“, - განუცხადა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა . 

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენი ევროპული და დასავლური ვექტორი დადგა საფრთხის ქვეშ, რომლის საშუალებაც „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ.

არჩევანი ამ რეფერენდუმზე ძალიან მარტივია, რუსეთი თუ დასავლეთი, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ“,- თქვა უდუმაშვილმა.

რომან გოცირიძის განცხადებით კი, 19 აპრილის შეთანხმებბიდან გასვლა და მისი დარღვევა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას ნიშნავს, რის უფლებასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არავის მისცემს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველო ააცდინოს ევროპული განვითარების გზას.

ხელშეკრულება და შეთანხმება რომ გაუქმებული იყოს, როგორც ამას „ქართული ოცნება აცხადებს, მაშინ არ იქნებოდა ხელმოწერა დღეს. ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის ეს ხელშეკრულება მოქმედია და ამ მოქმედი შეთანხმების დარღვევა დასჯადია ჩვენი ამომრჩევლის მიერ ისევე, როგორც დასაჯა საქართველოს მთავრობა ევროკავშირმა იმ შეთანხმების დარღვევისთვის, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხებოდა და ეს ბოლო ტრანში არ გადმორიცხა. ევროკავშირისთვის და ამერიკისთვის, ჩვენი ყველა პარტნიორისთვის ეს ხელშეკრულება არსებობს, ლეგიტიმურია და აქედან ვიღაცის გასვლა ნიშნავს მის დარღვევას, ხოლო დარღვევა ამ შემთხვევაში ნიშნავს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას. ამის უფლებას არ მივცემთ“, - განაცხადა გოცირიძემ.