სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რეფორმები უნდა გაგრძელდეს - ელჩი EU-ს დახმარებაზე

02.09.21 11:28
სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რეფორმები უნდა გაგრძელდეს - ელჩი EU-ს დახმარებაზე

საქართველოს მთავრობის განცხადება ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით, სიურპრიზი იყო, ამას ვაშინგტონიც გამოეხმაურება - ასე ეხმაურება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება. 

ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება 75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით, მიუხედავად პანდემიის, უმუშევრობისა და იმ ვითარების, რაც საქართველოშია. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც, მაგრამ ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს და არ უნდა შეჩერდეს. ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა არ არის", - თქვა დეგნანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს თქვა, რომ ხელისუფლება "თავს შეიკავებს" ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე.