"თავისუფლების მოედანზე" პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა - ფიზიკურად იძალადეს ქალებზე (ვიდეო)

04.12.24 21:16
"თავისუფლების მოედანზე" პოლიციამ ორი მოქალაქე დააკავა - ფიზიკურად იძალადეს ქალებზე (ვიდეო)

ხმაურია ამ წუთებში მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" - პოლიციელებმა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, შს თანამშრომლებმა ძალა გამოიყენეს ქალების მიმართ. 

ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც გომელაურის უწყების თანამშრომლებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ახალგაზრდების გაჩხრეკა დაიწყეს - დროშის მოხსნა და აირწინაღების ჩამორთმევა სცადეს. 

დაკავებულია მინიმუმ ორი ახალგაზრდა. ადგილზე მყოფმა სხვა მოქალაქეებმა რამდენიმე ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს. დედებმა, რომლებიც შვილებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიდიოდნენ, სხვა ქალებთან ერთად აგრესიულ პოლიციელებს 20 წლის ბიჭების ძალისმიერი მეთოდებით დაკავების უფლება არ მისცეს. 

მას შემდეგ რაც ადგილზე "ტვ პირველი" გამოჩნდა, პოლიციამ ტერიტორია დატოვა. ძალადობამდე, რომლის კადრებიც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაჩვენეთ, გომელაურის უწყების თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეებს "ზედაპირულად ათვალიერებდნენ".