პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს, ვის აქვს ილუზია, რომ შეიცვლებიან- ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

02.09.21 12:10
პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს, ვის აქვს ილუზია, რომ შეიცვლებიან- ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე.

ღარიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პირველი იყო, ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ვალდებულებების შესრულება დაიწყო:

პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა, ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ, - განაცხადა ღარიბაშვილმა.