ხელმოწერა დაგვიანებულია, ,,ენმ"-მ ,,ოცნებას" შეთანხმების დარღვევის მიზეზი მისცა - მეზვრიშვილი
პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთ ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი, "პირველებთან" ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, მიშელის დოკუმენტზე ,,ენმ"-ს ხელმოწერა დაგვიანებულია.
მისივე განცხადებით, პარტიამ ,,ოცნებას" შეთანხმების დარღვევის მიზეზი მისცა:
სამწუხაროდ, დაგვიანებულია. კარგია რომ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" გააცნობიერა ის, რომ ისევე როგორც სხვა დროს არაერთხელ, მან ამ შემთხვევაშიც მიზეზი მისცა ,,ქართულ ოცნებას" იმისა, რომ შეთანხმება დაერღვია, რომელსაც ,,ქართული ოცნება" ალბათ, მაინც დაარღვევდა, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთს ასულდგმულებს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, არც ერთს და არც მეორეს, რეალურად არ ადარდებს ქვეყანა და არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქეები"- თქვა მეზვრიშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.