ვარექ სი მართალ კოჩი, გახარია! - ზარქუა ექსპრემიერს ცრუპენტელას უწოდებს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამოცანა თვითმმართველობის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობაა.
ამასთან, "ოცბნების" წევრის განცხადებით, კახი კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს:
ვარექს მართალ კოჩ, გახარია. ეს არაფერში წერია და ამას შენ სამეგრელოც და ყველა გეტყვის, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგი, არაფერში წერია, თუმცა შენი არჩევანია. გახსოვთ, თქვენი ეს ცნობილი განცხადება, როცა მან თქვა, რომ კახი უალტერნატივოა და ის კონკურენტად არ აღიქვამს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცრუპენტელა კაცი აღმოჩნდა ეს, ძალიან ორპირი.
მათ შორის ის განცხადებები, გახსოვთ, პარლამენტში შემოვედი 20 ივნისს და კაცი შვილი არ იყოო, ეს გავუტარეთ, სინამდვილეში მოიტყუა. ისევე როგორც გუშინ მთელი დღის განმავლობაში ამბობდა, რომ კახი კალაძეს არ შევხვდიო და მერე მოუწია იმის აღიარება, რომ თურმე შეხვდა",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.