არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა - ღარიბაშვილი გახარია-კალაძის შეხვედრაზე
კალაძე- გახარიას შეხვედრა - მოქმედი პრემიერის განცხადებით, საკითხზე გუშინ გაკეთდა განმარტებები, ამიტომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
მისი თქმით, ასევე არ აინტერესებს, "ვინ რას ითხოვდა".
კითხვა, ვფიქრობ, აღარ არსებობს, არ მაინტერესებს, ვინ რას ითხოვდა, ყველას საქციელს გაეცემა პასუხი 2 ოქტომბერს. შანსები არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს ღირსეულად და დამაჯერებლად. მოსახლეობა ყოველთვის არჩევს კეთილს და ბოროტს, ერთგულებას და ღალატს, სიმართლეს და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კახა ქემოკლიძე კალაძესა და გახარიას შორის შეხვედრას ადასტურებს