,,ნამდვილად შედგა" - კახა ქემოკლიძე გახარია-კალაძის შეხვედრას ადასტურებს

02.09.21 13:26
,,ნამდვილად შედგა" - კახა ქემოკლიძე გახარია-კალაძის შეხვედრას ადასტურებს

პარტია ,,საქართველოსთვის" წევრი, კახა ქემოკლიძე, ადასტურებს გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრის ფაქტს. ქემოკლიძის განმარტებით, ამ ორ პიროვნებას ურთიერთობა დღემდე შენარჩუნებული აქვს და საუბარი მათ შორის მერის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხებოდა.

რაც შეეხება შეხვედრას, ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა, დღისით, მზისით, ქალაქის მერიაში. ბატონი გახარია ბატონ კალაძეს ყოველთვის პატივს სცემდა, ეს პატივისცემა ადამიანური ურთიერთობის დონეზე დღემდე შენარჩუნებულია. ჩემი აზრით, ეს იყო ღირსეული ადამიანიის და ღირსეული პოლიტიკოსის  სწორი საქციელი, რადგან მან პირდაპირ უთხრა, რომ აპირებს მის გამოწვევას ამ არჩევნებში მასთან პირდაპირი კომუნიკაციის შედეგად - განუცხადა ტვ პირველს კახა ქემოკლიძემ.