ვერაფერი ვერ გავიგე, რა უნდოდა - კალაძე გახარიასთან შეხვედრაზე
კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარიას მერიაში გუშინ შეხვდა. კალაძე ირწმუნება, რომ გახარიამ მას პირადად დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა.
მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, მერიაში ვარ, მოდი. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი. ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ეს იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიით გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი, დანარჩენი, გულწრფელად გითხრათ, ვერაფერი ვერ გავიგე", - მბობს კალაძე.