ივანიშვილის რეჟიმი გვაშორებს შანსს, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა - გიგა ბოკერია

02.09.21 14:58
ივანიშვილის რეჟიმი გვაშორებს შანსს, ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა - გიგა ბოკერია

,,ევროპული საქართველოს" ლიდერი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ქმედება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მიმართ იმედგაცრუებას იწვევს. გიგა ბოკერიას აზრით,  სანამ ქვეყანას ასეთი სამარცხვინო მთავრობა ჰყავს, საქართველოს თავისუფლების შანსი არ გააჩნია.

ივანიშვილის რეჟიმი ყველაზე დიდ საფრთხეს, სხვა საფრთხეებთან ერთად, რასაც გვიქმნის, ეს არის იმედგაცრუების ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ. ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე, სამწუხაროდ, წარმოადგენს მისი მთავრობა. სანამ ეს სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის სახიფათო მთავრობა გვყავს, აქტიურობა საჭიროა მუდმივი პროდასავლური სპექტრის წარმომადგენლებისგან, რომ სანამ ამ მთავრობას შევცვლით, მანამდე ჩვენს პარტნიორებს ჰქონდეთ მკაფიო გზავნილი, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას, ანუ საზოგადოების არჩევანს, რომ იყოს თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი სამყაროს, NATO-სა და ევროკავშირის წევრი. ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯები, რომელიც გვაშორებს ამ ამოცანას და თაობის შანსს, რომ ეს მისია შევასრულოთ, არ გამოხატავს ჩვენი ხალხის ნებას. ეს არის ამ წერილის მთავარი გზავნილი - აღნიშნავს გიგა ბოკერია.