"ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა

02.09.21 15:11
"ოცნების" წევრი ირწმუნება, რომ გახარია "ოცნებისგან" ფულს ითხოვდა

"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ამილახვარის, მტკიცებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მხრიდან მმართველ პარტიაში შეამავლები მიდიოდნენ და დაფინანსებას ითხოვდნენ. კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი კომუნიკაცია არ შედგა.

იყო გარკვეულია შუამავლების მხრიდან ამაზე მინიშნება, რომელზეც ჩვენგან იყო და არის პასუხი, რომ ამაზე კომუნიკაცია და თანამშრომლობა არც საინტერესოა, არც გვჭირდება და არის აბსურდი, - განაცხადა ამილახვარმა.

ამილახვარისგან განსხვავებით, გახარიას მხრიდან ფინანსურ  ინტერესზე კახა კალაძე არ საუბრობს.