ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში გაუშვეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში გაუშვეს - ოპოზიციონერ ლიდერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრძოლა იქნება ბოლომდე - ეს იყო ელისაშვილის სიტყვა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი „ქორთიად მარიოტთან“ 4 დეკემბერს დააკავეს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგასხენებთ, რომ ალეკო ელისაშვილზე რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული.