ოპოზიცია სასამართლოების შესახებ კანონში ერთობლივი ცვლილებების ინიციატივით გამოდის
პარტია"ლელო საქართველოსთვის" და ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ერთობლივი ცვლილებების ინიციატივით გამოდის.
კანონის პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსახორციელებელ ცვლილებებს გულისხმობს.
კანონპროექტის ავტორები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, გაეცნონ კანონპროექტს და პარლამენტმა დაიწყოს სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მსჯელობა.