მოსამართლემ ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ზურა დათუნაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ დათუნაშვილი როგორც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, ასევე წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად ცნო.
ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა.