მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა - იუკნევიჩიენე
მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოვა, რომელსაც რასა იუკნევიჩიენე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარ არხთან" განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტთან და პოლიტიკურ პარტიებთან აუდიენციას გამართავს.
ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის შეჩერებამდე და ასეთი ბრუტალური დარბევების წინ, ჩვენ მოვითხოვეთ ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციის ქვეშ. ჩვენ მომავალ კვირად საქართველოში ჩამოვალთ, შევცვდებით ხელისუფლების ლეგიტიმურ ორგანოებს: პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს. აუცილებლად მოვინახულებთ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილს, თუ ამის საშუალება მოგვცემენ. სამწუხაროდ, საქართველოში ახლა გაცილებით მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე აქამდე. რაც მთავარია, ეს ხდება ევროკავშირის წევრობის მსურველ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში. ზოგჯერ გვეუბნებიან, თქვენ ნაკლებად კრიტიკულები ხართ შუა აზიის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნების მიმართ. დიახ, ჩვენ უფრო კრიტიკულები ვართ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას ეხება. მოთხოვნები და სტანდარტები ძალიან მაღალია", - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ.