ვიწვევ კალაძესა და მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატებში! - გიორგი გახარია

02.09.21 15:53
ვიწვევ კალაძესა და მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატებში! - გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი კახი კალაძესა და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. გიორგი გახარიას შეფასებით, ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს სულ უფრო ემსგავსება და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ქვეყნისთვის საზიანოა. 

დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია „ქართული ოცნება“ სულ უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასე გვაბრუნებს წარსულში.  
ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! 
ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში! - წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარია.