არასდროს არის გვიან - ჰარცელი ,,ენმ"-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე

02.09.21 16:05
არასდროს არის გვიან - ჰარცელი ,,ენმ"-ის მიერ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერას ეხმაურება.

მისი თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა არასდროს არის გვიან.

ჰარცელის განცხადებით, მელიამ დოკუმენტს ხელი მოაწერა პარტიის სახელით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტარების ჩათვლით და თავი არავის შეუკავებია“.

ჩემი აზრით, ხელმოწერა იმისა, რაც, პირველ რიგში, დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელოვან გზამკვლევს წარმოადგენს, არასდროს არის გვიან და შესაძლოა, არც ამ გზამკვლევთან დაბრუნებაა გვიან“, - ამბობს კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, „ეს რეფორმები სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქეს მოუტანს“.

სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სრულად შესრულება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, ვინც ამ რეფორმების განხორციელების ერთგულია“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.