ცოტნე კობერიძე შეითრიეს რობოკოპებმა - ჯაფარიძე
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ცოტნე კობერიძე დააკავეს.
ცოტნე კობერიძე შეითრიეს რობოკოპებმა" - წერს ჯაფარიძე.
რუსთაველის გამზირზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება დაიწყო.
ამ დროის მონაცემებით, საპოლიციო ძალებმა ხელბორკილები ორზე მეტ ადამიანს დაადეს და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პარლამენტის წინ გამაფრთხილებელი სიგნალიც ისმის, რომლითაც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბევით ემუქრებიან.