ფულთან დაკავშირებით კალაძე არც უნდა საუბრობდეს, ის კორუფციის პერსონიფიკაციაა - ნიკა მელია

02.09.21 16:26
ფულთან დაკავშირებით კალაძე არც უნდა საუბრობდეს, ის კორუფციის პერსონიფიკაციაა - ნიკა მელია

,,ნაცმოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, თბილისის მერს ბრალს კორუფციაში დებს. გარდა ამისა, მისი განმარტებით, კალაძე და გახარია გუშინ მეგობრები იყვნენ, დღეს კი ერთმანეთს ტალახში სვრიან.

ფულთან დაკავშირებით ალბათ, ბატონი კალაძე არც უნდა საუბრობდეს. თუ რაიმე და ვინმე არის კორუფციის პერსონიფიკაცია, ალბათ, ეს ბატონი გახლავთ. ბატონ კალაძესა და გახარიას შორის ურთიერთობებში ხელების ფათური ნამდვილად არ მინდა. გუშინდელი მეგობრები არიან და რომ გეკითხათ, არ არსებობდა მათზე უკეთესი საქართველოს მოქალაქე. დღეს კი ფაქტობრივად ტალახში სვრიან ერთმანეთს. - განაცხადა ნიკა მელიამ.