პრეზიდენტი: ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა - გატაცებები და ცემა გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "პროტესტის მე-9 დღეს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები სასტიკ ტერორს და რეპრესიებს აწყდებიან".
ქვეყნის მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა გრძელდება.
ტერორი საქართველოში: მე-9 დღეს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველები სასტიკ ტერორს და რეპრესიებს აწყდებიან. გრძელდება ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში დარღვევა - გატაცებები, ცემა, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრება", - წერს პრეზიდენტი.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა გრძელდება - "ხარებას" რაზმმა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გაუშვეს.
საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებაც დაიწყო. ამ დროის მონაცემებით, "ხარებას" რაზმმა ხელბორკილები ორზე მეტ ადამიანს დაადო და ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.