თუ "ძალადობა შეჩერდა" ქუჩებში, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? - პრეზიდენტი კობახიძეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას აზიარებს, რომელშიც პრემიერი ამბობს, რომ ქუჩებში ძალადობა დასრულდა.
ქვეყნის მთავარსარდალი პლატფორმა X-ზე "ქართული ოცნების" ლიდერის კომენტარს ტყუილს და ცინიზმს უწოდებს და წერს, "რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება? შურისძიება ქალებზე?".
ტყუილი და ცინიზმი! თუ "ძალადობა შეჩერდა" ქუჩებში, რა არის დღევანდელი სასტიკი დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება? შურისძიება ქალებზე?" - წერს პრეზიდენტი.