ჯერ გამჩხრიკეს, შემდეგ კი ნიღბიანები მირტყამდნენ - კობერიძე
ინტერვიუ ცოტნე კობერიძესთან, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს - კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი "ტვ პირველის" ეთერში დეტალურად ყვება, თუ როგორ გაუსწორდნენ სამართალდამცველები ჭიჭინაძის ქუჩაზე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა დაკავების შემდეგ, თავდაპირველად, გაჩხრიკეს, მერე კი ანგარიშსწორება მოუწყვეს.
"ნიღბიანები მირტყამდნენ" - ამბობს ცოტნე კობერიძე.
რომ ამათრიეს ჭიჭინაძის ქუჩაზე ჯერ გამჩხრიკეს. ცდილობდა, რომ ტელეფონზე კოდი მოეხსნათ, თუმცა არ ვუთხარი. შემდეგ მთლიანად გამჩხრიკეს, მერე მიცნეს და რომ მიცნეს, რამდენიმემ ფოტო გადაიღო და დამცინავად მესაუბრებოდნენ. ამის შემდეგ შუა ქუჩაში გამიყვანეს და რამდენიმე ადამიანი იქ მირტყამდა. ნიღბიანი ხალხი მირტყამდა", - ამბობს ცოტნე კობერიძე.
ცნობისთვის, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე ჭიჭინაძის ქუჩაზე, აქციის დაშლისას დააკავეს.