მიხელსონი: საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

07.12.24 10:22
მიხელსონი: საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა

საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას.

მისი თქმით, თავისუფალი ქართველი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება.

„ყოველი დღე მნიშვნელოვანია. თავისუფალი ქართველი ხალხი დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერას ელოდება. საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება და ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაა. მალტაში, ფინეთმა და ავსტრიამ უშუალოდ გამოსცადეს, თუ რას ნიშნავს საქართველოს თვითგამოცხადებულ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. ეს შეცდომა აღარ უნდა განმეორდეს“, - წერს მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები