საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა - გალერი

07.12.24 10:26
საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა - გალერი

გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი თბილისში, სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციის დაშლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ამასობაში საქართველოში რეჟიმი ლუკაშენკოსა და პუტინის მსგავსად იქცევა“, - წერს მიხაელ გალერი სოციალურ ქსელში.
 

სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თუმცა მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გაწმინდა, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლეს. დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, იარაღიანი "ტიტუშკები" მიუგზავნეს. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, რომ ე.წ. ტიტუშკები შავი ჯიპებიდან გადმოდიან და დემონსტრანტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

მსგავსი სიახლეები