ლანდსბერგისი მოითხოვს, აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საქართველოში საპროტესტო აქციების დროს იყენებენ, ემბარგო დაწესდეს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალები იყენებენ, რაც შეიძლება მალე ემბარგო უნდა დაწესდეს.
როდესაც ბელარუსში საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს, დაწესდა ევროპული ემბარგო იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც გამოიყენებოდა ბოროტად. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ იგივე საქართველოსთვის, რაც შეიძლება მალე," - წერს ლანდსბერგისი.