"დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, შეწყდეს ძალადობა" - ემიგრანტების აქცია დუბლინში საქართველოს საკონსულოსთან

07.12.24 15:51
"დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, შეწყდეს ძალადობა" - ემიგრანტების აქცია დუბლინში საქართველოს საკონსულოსთან

დუბლინში საპროტესტო აქცია გაიმართა -  ირლანდიაში მცხოვრები ემიგრანტები საქართველოს საკონსულოსთან შეიკრიბნენ. საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერებით დაგმეს საკუთარ თანამოქალაქეებზე ძალადობა და "ოცნების" ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან დაიხიონ, ჩაატარონ ახალი არჩევნები და მოუსმინონ ხალხს.  ემიგრანტებთან შესახვედრად საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა.

მსგავსი სიახლეები