ის სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ვნახულობთ ყოველ საღამოს, იქნება დასჯილი - ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე თსუ-სთან მივიდა - ოპოზიციონერი სტუდენტების მსვლელობას შეუერთდება.
ხაზარაძის თქმით, ყველა მოძალადე და ყველა ის ადამიანი, ვინც მომიტინგეების ცემაზეა პასუხისმგებელი, აუცილებად დაისჯება.
სანამ დრო არის დადექით ხალხის მხარეს - ამბობს ხაზარაძე.
ის სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ვნახულობთ ყოველ საღამოს, იქნება დასჯილი. ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სისასტიკეს ჩადის კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. ამიტომ, სანამ დრო არის დადექით ხალხის მხარეს. ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაფორმდეს და გააფორმოს ბიძინამ რუსეთში. არავის არ დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის", - ამბობს ხაზარაძე.