ექსკლუზივი: დადგენილია იმ დანაყოფის მეთაური, ვინც ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო

07.12.24 20:57
ექსკლუზივი: დადგენილია იმ დანაყოფის მეთაური, ვინც ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო

"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - დადგენილია იმ დანაყოფის მეთაური, ვინც საქართველოში ივანიშვილის დავალებით, ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი მეთაური იოსებ მარგველაშვილი, "ხარებას" მარჯვენა ხელია. 

კაცი, რომლის დანაყოფების ანგარიშზეც 250-ზე მეტი ადამიანის დასისხლიანება, ცემა და დამცირებაა, "შაბათის ეთერის" გამოჩენისას სახლში ჩაიკეტა. კადრებში ჩანს, რომ 44 წლის მარგველაშვილი, მოაჯირს უკან იმალება და იქიდან ზვერავს, ისევ იდგა თუ არა გამომძიებელ ჟურნალისტების კამერა მისი სახლის სიახლოვეს. 

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ შავრაზმელთა დანაყოფს, რომელიც ახალგაზრდებს აწიოკებდა, სწორედ იოსებ მარგველაშვილი მეთაურობდა. 

მარგველაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ მისი საქმიანობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით აღმოაჩინეს, რომ მათი მეზობელი მარბიელთა რაზმის მეთაურია. 

რაც შეეხება "ხარებას", - ვისი ხელითაც ოლიგარქის რეჟიმმა ხალხს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო, "შაბათის ეთერის" წყაროს ინფორმაციით, პირდაპირ კავშირზეა ბიძინა ივანიშვილთან.  ერთმა წყარომ, სისტემის შიგნიდან "მელაძის შაბათს" დაუდასტურა, რომ 'ხარება", შიდა წრეებში ამ კავშირის დემონსტრირებას არ ერიდება. 

ვინ არბევს ხალხს - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები