წყარო: სპეცრაზმელებმა "ხარებას" დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს - ზვიად ხარაზიშვილი მათ ფიზიკურად გაუსწორდა

07.12.24 21:13
წყარო: სპეცრაზმელებმა "ხარებას" დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს - ზვიად ხარაზიშვილი მათ ფიზიკურად გაუსწორდა

შაბათის ეთერის ინფორმაციით, შავრაზმელების რესურსი იწურება და მათი სიმცირე ბოლო დღეებში სწორედ ამას უკავშირდება, რადგან ერთი სისხლიანი ღამიდან მეორემდე, ოლიგარქის ომონი, დასვენებას ვერ ასწრებს. 

"შაბათის ეთერის" კონფიდენტის ცნობით, რამდენიმე ათეულმა სპეცრაზმელმა, ხარებას დავალებების შესრულებაზე უარი თქვა და ამის გამო მათ, ზვიად ხარაზიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, ფიზიკურად გაუსწორდა. წყაროს ცნობით, მათი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ანგარიშსწორების მსხვერპლი სპეცრაზმელების კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ასეთ ვითარებაში, როდესაც სპეცრაზმელები, ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობენ, შემცვლელები არ ჰყავთ და შესაბამისად, მათი მოტივაციაც იკლებს, მარბიელი რაზმებისთვის, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანების მობილიზება, ხარებამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადაწყვიტა.

ჯალათები უნიღბოდ - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი