სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

07.12.24 19:33
სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა - შეხვედრის ამსახველ ფოტოებს პრეზიდენტი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. 

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა" - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

 "ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის - გამარჯვებით დასრულდებ"- ეს განცხადება კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა X-ზე გაავრცელა: 

"მადლობა, პრეზიდენტო ზელენსკი ქართველი ხალხის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის - გამარჯვებით დასრულდება - ამას ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.  

მსგავსი სიახლეები