იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს: „არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია"

07.12.24 19:53
იუმორისტი ონისე ცხადაძე მოსამართლეს: „არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია"

არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია - ამ სიტყვებით მიმარტთა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. 

მან მოსამართლეს გირაოს გამოყენება სთხოვა.

არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. შემიძლია ვინც გინდათ დავიფიცო, ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურებას, არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, პირობას ვდებ, ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, მიმალვას არ ვაპირებ, არსად წასასვლელი არ მაქვს, რომ მქონდეს აქამდე წავიდოდი, საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ. ყველაფერს ვფიცავ, არავის არაფერში ხელს არ შევუშლი. გთხოვთ, გირაო შემიფარდოთ და ყველასთან მიმართებაში იგივენაირად მოიქცეთ“, - განაცხადა ცხადაძემ.

მსგავსი სიახლეები