UNICEF GEORGIA: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა
UNIFEC GEORGIA ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყონ ბავშვთა იმ უფლებების დაცვა, რომელიც მათ აღიარეს.
"გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გააგრძელოს ყველა ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას"- წერს ორგანიზაცია:
"ბავშვის უფლებათა კონვენციაზე ხელმოწერით, საქართველო აღიარებს ბავშვთა უფლებები გამოხატვის თავისუფლებაზე (მუხლი 13), გაერთიანების თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე (მუხლი 15), საქართველოს ბავშვთა უფლებათა კოდექსის თანახმად, ყველა ბავშვს აქვს გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება (მუხლი 17).
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა.
გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა გააგრძელოს ყველა ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებას", - ნათქვამია განცხადებაში.