ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

07.12.24 20:04
ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს,  იუმორისტ ონისე ცხადაძესა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

სასამართლოს როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე შენობაში იმყოფებიან თეატრის, კინოს მსახიობები, იუმორისტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები