ანდრო ჭიჭინაძე: სიმართლე როცა შენს მხარე, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის

07.12.24 20:14
ანდრო ჭიჭინაძე: სიმართლე როცა შენს მხარე, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის

„სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის” - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში  მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა. 

მსახიობს სასამართლომ 5 სვა დაკავებულთან ერთად პატიმრობა შეუფარდა 

6 ადამიანის: ჯანო არჩაიას, ონისე ცხადაძის, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაზე გადაწყვეტილება თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღესვე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 2 ადამიანს: საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას.

მსგავსი სიახლეები