სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები პოლიციას: "დაინახეთ ღმერთი, დაინახეთ ადამიანი", "არ იძალადოთ ახალგაზრდებზე"
"ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის" - სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირთა მსვლელობისას შესრულებული საქართველოს ჰიმნი.
"დაინახეთ ღმერთი, დაინახეთ ადამიანი. დაზოგეთ, გიყვარდეთ საკუთარი მომავალი" - უთხრეს პოლიციელეს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა.
მათ კიდევვ ერთხელ მოუწოდეს სპეცრაზმს - "ნუ იძალადებენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალ იცავენ".
მე, როგორც ქართველი მუსლიმი წინამძღვარმა მინდა გთხოვოთ, რომ არ იძალადოთ ჩვენს ახალგაზრდებზე. თქვენც და ჩვენც ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ყველანი ქართველები ვართ და ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და გაერთიანებული, ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ ვიძალადოთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც თავიანთი მომავლისთვის თავს სწირავენ, თავიანთ მომავალს იცავენ და საქართველოს სადარაჯოზე დგანან“, - ასე მიმართა ქართველ მუსლიმთა წინამძღვარმა ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სამართალდამცავებს.
სიმართლე ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს - ეს განცხადება ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა გააკეთა.
"გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, არის ღმერთის სახე და ხატი"- უთხრა მან პოლიციას.
გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, არის ღმერთის სახე და ხატი. თუ ამ ქალაქში ვინმეს სცემენ, იცოდეთ, რომ სცემენ ღმერთს, ურტყამენ ღმერთს, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი. ჩვენი სოლიდარობა იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ არიან დევნილი, შევიწროებული, ნაწამები, ნაცემი. ყველამ უნდა იცოდეს, სამართლიანობას ალტერნატივა არ აქვს. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც გაიმარჯვებს. ვიდგეთ ყველანი, სამართლიანობის, მშვიდობის, ერთგულების, სიყვარულის სამსახურში“, – განაცხადა ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა.
პროტესტის მე-10 დღესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრინენ. ისინი 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირთან 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკებების გახსნას არ აპირებს.