საერთაშორისო მედია: დონალდ ტრამპი შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს

07.12.24 20:53
საერთაშორისო მედია: დონალდ ტრამპი შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს

გამოცემა DailyMail-ი წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიხ პარიზში იმყოფება, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. 

გამოცემის ცნობით, აუდინეცია, შესაძლოა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით გაიმართოს.

  • "პირველებს" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ ეტაპზე არ აქვს რწმუნება, რომ დაგეგმილია შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან. 

პარიზში უკვე იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები