მამუკა ხაზარაძე - „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე

07.12.24 23:26
მამუკა ხაზარაძე - „ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს ეკისრებათ. 

მისი თქმით,  აღნიშნული ფაქტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

„ტვ პირველის” ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ბიძინა ივანიშვილის და მისი კრიმინალური ბანდის შურისძიება თავისუფალ მედიაზე, სიმართლეზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც აშიშვლებენ რეჟიმს. მალე გაეცემათ კანონიერი პასუხი ყველა ამ ძალადობაზე!

პირადად ივანიშვილს და გომელაურს ეკისრება მთელი პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე! ეს დაუსჯელი არ დარჩება!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“.

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.