საგამოძიებო: ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე, არ დასჯილა არც ერთი ჟურნალისტზე თავდამსხმელი
"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.