საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს - ჯიმ რიში

03.09.21 11:30
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს - ჯიმ რიში

სენატორ ჯიმ რიშს კითხვებს უჩენს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. უცხოელი დიპლომატი ყურადღებას  "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერაზეც ამახვილებს, თუმცა ამბობს, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებული ნაბიჯი იყო. 

მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პრობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ,გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება, - განაცხადა რიშმა.