"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები არიან სახელმწიფოს მტრები - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

08.12.24 00:00
"TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელები არიან  სახელმწიფოს მტრები - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბანდფორმირებების მიერ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე და მოქალაქეებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები - წერს დავით გაბაიძე და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და  ჟურნალისტებს. ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ რეაგირება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა", - წერს დავით გაბაიძე. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.